სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურს "დემოკრატია და მოქალაქეობის" სტუდენტების ინიციატივა

სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურს "დემოკრატია და მოქალაქეობის" სტუდენტების კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ მოგიყვებით, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება და მას ,,სამოქალაქო აქტივიზმის საშაბათო სკოლა" ჰქვია.

სტუდენტური ინციატივის მიზანი ქ. გორის N7 სკოლის ბაზაზე ,,სამოქალაქო აქტივიზმის საშაბათო სკოლის" ფარგლებში დეკემბრის ყოველ შაბათ დღეს სტუდენტები შეხვდებიან სკოლის მოსწავლეებს და გაივლიან შემდეგ თემებს: 

⭕სამოქალაქო საზოგადოების იდეა და მისი ნიშნები;
⭕ საარჩევნო სისტემები და პარტიული პოლიტიკა;
⭕ ადამიანის უფლებები;
⭕ ბუნებითი მდგომარეობა;
⭕მართვა-გამგეობა და ადგილობრივი თვითმმართველობა;
⭕პოლიტიკური ფილოსოფია და ცნობილი პოლიტიკური ფილოსფოსები;
⭕ პოლიტიკური იდეოლოგიები და მათი როლი თანამედროვე საქართველოში;
⭕ადვოკატირების იდეა და მისი როლი და სხვ.

ამ დროისთვის სტუდენტებმა უკვე ორი სამუშაო შეხვედრა გამართეს. პროექტმა საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია ბავშვებში. მასში მონაწილეობის მიღების სურვილი 40-მდე მოსწავლემ გამოთქვა, რომელთაგანაც 17 შეირჩა.

სამოქალაქო აქტივიზმის საშაბათო სკოლა მიზნად ისახავს მოსწავლეებში პოლიტიკის თეორიული ასპექტების და სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ცოდნის გაღრმავებას,რის შედეგადაც მივიღებთ პოლიტიკურად გააქტიურებულ მოქალაქეებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი პოლიტიკური კულტურით. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები უკეთ გაითავისებენ, თუ რას წარმოადგენს სამოქალაქო აქტივიზმი, რამდენად დიდ როლს თამაშობს სამოქალაქო პასუხისმგებლობა ქვეყნის უკეთ განვითარებაში და რატომ უნდა ვიყოთ უფრო აქტიური მოქალაქეები. ჩვენგან მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე კი ისინი შეძლებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბის პოლიტიკური პროცესების შეფასებას. ინიციატივის ავტორები არიან პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების სტუდენტები: ირმა ჩხეიძე, სალომე ივანაშვილი, მარიამ ილურიძე და გოგა ქათალანძე.