17 ნოემბერს, თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის პროექტის - „სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდების ჩართულობის წახალისების გზით“ - შემაჯამებელი ღონისძიება.
ღონისძებაზე, პროექტის მონაწილეებმა წარადგინეს საკუთარი ინიციატივებისა და განხორციელებული აქტივობების ანგარიში. აღნიშნული ჯგუფები, დაკომპლექტებული იყო თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის უნივერისტეტების სტუდენტებისგან, რომელებიც რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ მათთვის საინტერესო თემებზე, როგორც კვლევითი, ისე თემის ადვოკატირების მიმართულებით.
ღონისძების დასაწყისში, მონაწილე სტუდენტებს მიმართა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ფელიქს ჰეტიმ, რომელმაც ისაუბრა ფონდის მიზნებზე და ასევე მოლოდინებზე, რომელიც მათ ამ პროექტის მიმართ ჰქონდათ. ასევე, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექორმა, თამარ ქარაიამ ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო განათლების მნიშნელობაზე ახალგაზრდებში, ორგანიზაციის საქმიანობის შედეგებზე და იმ გამოწვევებზე რომელთა გადალახმა მოუწიათ დასახული მიზნის მისაღწევად.
სტუნდეტური პროქტები თემატურად მრავალფეროვანი, საზოგადოებისთვის აქტუალური და ადგილობრივ პრობლემებზე ორიენტირებული იყო: ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ ახალგაზრდების ინფომირებულბის დონის ამაღლება, სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტები და სახანძრო ინფრასტრუქტურა, შრომითი უფლებები და უსაფრთხო სამუშაო გარემო, ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფცია, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების პრობლემები აკადემიურ სივრცეში, აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდა, საბჭოთა წარსულის გადააზრება რეპრესირებული ოჯახების ცოცხალი ისტორიების მაგალითზე, ბოშების ინტეგრაციის პრობლემები და ა.შ. აღსანიშნავია რომ სტუდენტების მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა ეყრდნობოდა მათივე კვლევის შედეგად გამოვლენილ საჭიროებებს.
პროექტი შვიდი თვის განმავლობაში ხორციელდებოდა და სულ 40 ზე მეტი აქტივობა განხორციელდა.
თითოეული ჯგუფის მიერ მიღწეული შედეგები, საერთო ჯამში, პირდაპირ პასუხობს მთლიანი პროექტის მიზნებსა და ამოცანებს - მონაწილე ახლგაზრდებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ისე პრაქტიკული გამცდილება სამოქალქო აქტივიზმში და შეძლეს საკუთარი ინტერესების შესაბამისი ინიციატივების განხრციელება თავიანთ რეგიონებში.