27 მარტს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურს "დემოკრატია და მოქალაქეობის" სტუდენტთა სამოქმედო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და საბაუნის სტუდენტები.
სამოქალაქო განათლების კურსი "დემოკრატია და მოქალაქეობა" ისწავლება სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის პარტნიორ 28 უნივერსიტეტში. კურსის ფარგლებში სტუდენტები ამზადებენ სამოქმედო პროექტებს, რომელიც ითვალისწინებს პრობლემის გამოკვეთას, შესწავლას და მის გადასაჭრელად საჭირო აქტივობების განხორციელებას.