სტუდენტთა მოწვევა პროექტში მონაწილეობის მიღებაზე

       

სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია” იწყებს მონაწილეთა შერჩევას  პროექტისათვის “სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა ახალგაზრდების ჩართულობის გზით”, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში შერჩეული მონაწილეები გაივლიან გადამზადებას მოქალაქეთა ჩართულობის სტრატეგიებსა და მათი რეალიზააციის თემატიკაზე. ტრეინინგის შემდეგ მონაწილეები მოამზადებენ და განახორციელებენ პროექტებს, რომელიც დაფინანსდება ასოციაციის მიერ. 

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არსებული უნივერსიტეტების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს. 

მონაწილეობის მსურველებმა ა.წ. 14 აპრილამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV და შევსებული სააპლიკაციო ფორმა მეილზე info@cela.ge 

application_form_fes_cela_2019.docx

სათაურში მიუთითეთ “სტუდენტური პროექტების კონკურსი”. შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება პირისპირ ან სატელეფონო გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ info@cela.ge  ან Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/celageo/