19 დეკემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში ჟურნალ “CIVICUS”-ის მე-14 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესის ადმინისტრირების მეორე კურსის სტუდენტებმა.
მათ მოამზადეს პრეზენტაციები ჟურნალის სტატიებზე დაყრდნობით და ამ ნომერში წამოჭრილი საკითხები ქუთაისის მაგალითზე განიხილეს. შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო და სტუდენტებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ონლაინ გამოცემა „CIVICUS“-ის მიმართ.
პრეზენტაციას მოდერატორობას უწევდა ქუთაისის უნივერსიტეტის ლექტორი თინათინ მეფარიშვილი.
ჟურნალი გამოიცემა „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ ეგიდით USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო-ს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.