„CIVICUS“-ის მე-15 ნომრის პრეზენტაცია საბაუნიში გაიმართა

26 დეკემბერს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში ჟურნალ „CIVICUS“-ის მე-15 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ნომერი საბჭოთა წარსულის გააზრებას მიეძღვნა.

შეხვედრა გახსნა „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ (CELA) აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ ქარაიამ, რომელმაც ისაუბრა ჟურნალის მიზნებისა და მნიშვნელობის შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ მე-15 ნომრის ავტორებიც. მათ აუდიტორიას გააცნეს საკუთარი სტატიების შინაარსი და განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: საბჭოთა კავშირში რელიგიის დევნის პოლიტიკის ძირითადი მახასიათებლები, კოტე მიქაბერიძის 1929 წლის აკრძალული ფილმი „ჩემი ბებია“, საბჭოთა რეპრესიები და მასთან დაკავშირებული ზეპირი ისტორიები, 9 აპრილის ფოტო ისტორიები და ა.შ.

ღონისძიება განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველოს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.

ჟურნალის ყველა ნომრის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://cela.ge/ge/civicus

ეტაპობრივად ყველა სტატია ქვეყნდება „Civicus”-ის Facebook გვერდსა და ბლოგზე.

Facebook გვერდი: https://www.facebook.com/civicus.journal/?fref=ts

ბლოგი: https://civicuscela.wordpress.com/