ჟურნალ „CIVICUS”-ის პრეზენტაცია ზუგდიდში გაიმართა

18 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასაწავლო უნივერსიტეტში ჟურნალ “CIVICUS”-ის მე-14 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამართალმცოდნეობის სპეციალობის პირველი კურსის და საჯარო მმართველობის მესამე კურსის სტუდენტებმა.

მათ მოამზადეს პრეზენტაციები ჟურნალის სტატიებზე დაყრდნობით და ამ ნომერში წამოჭრილი საკითხები ზუგდიდის მაგალითზე განიხილეს. შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო და სტუდენტებმა დიდი  ინტერესი გამოხატეს  ონლაინ გამოცემა „CIVICUS“-ის  მიმართ.

პრეზენტაციას მოდერატორობას უწევდა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასაწავლო უნივერსიტეტის ლექტორი ლაშა ნარსია.

ჟურნალი გამოიცემა „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ ეგიდით USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო-ს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.