ცხადდება სტატიების მიღება ჟურნალ “CIVICUS”-ის მე-16 ნომრისთვის

ელექტრონული ჟურნალი "CIVICUS" „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის(CELA)“ ეგიდით ორ თვეში ერთხელ გამოიცემა. ჟურნალში ქვეყნდება სტატიები დემოკრატიისა და სამოქალაქო მონაწილეობის პრობლემებთან დაკავშირებით. გამოცემის თითოეული ნომერი ერთ კონკრეტულ საკითხს ეძღვნება.

"CIVICUS"-ის მეთექვსმეტე ნომრის თემაა უსაფრთხო გარემო სტატიები შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ თემებთან დაკავშირებით:

  • გლობალური საფრთხეები, ტერორიზმი და მასთან ბრძოლის გამოცდილება;
  • სამუშაო გარემოს უსაფრთხოება -  შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები და გარანტიები;
  • საცხოვრებელი სივრცის უსაფრთხოება - უბედური შემთხვევები და საცხოვრებლად საშიში გარემო; უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს მსოფლიო გამოცდილება;
  • საგანმანათლებლო გარემოს უსაფრთხოება - საუკეთესო გამოცდილებები, ბულინგი, ფობიები და აგრესია.
  • გარემოს დაბინძურება, ჯანდაცვა და მომხმარებელთა უფლებები;
  • სხვა.

ჟურნალი ასევე მიიღებს აკადემიურ თარგმანებს, ფოტო და კინო ისტორიებს აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით.

სტატიები მომზადებული უნდა იყოს MS Word (.doc) ფორმატში, შრიფტი - „Acad Nusx Geo”, შრიფტის ზომა -12, ხაზებს შორის დაშორება 1.15. სტატიის ზომა - დაახლოებით 3 გვერდი (არ უნდა იყოს ერთ გვერდზე ნაკლები და არ უნდა აღემადებოდეს 5 გვერდს). სტატიები უნდა იყოს ანალიტიკური და მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ქართულ გამოცემაში არ გამოქვეყნებულა.

სტატიები, რომლებიც არ იქნება ტექნიკურად გამართული, ავტომატურად გამოეთიშება შესარჩევ ეტაპს.

სტატიების მიღების ბოლო ვადაა - 2017 წლის 15 დეკემბერი.

სტატიებს აგზავნით ელექტრონულ მისამართზე: info@cela.ge (საჭირო ველში - “subject” აუცილებლად მიუთითეთ „CIVICUS 16”).

სტატიებს ასწორბეს სამი შემფასებელი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • სტატიის სტრუქტურა
  • თემის მომცველობა
  • არგუმენტირებულობა
  • ორიგინალობა
  • ზოგადი განათლება

სამივე შემფასებლის მიერ დაწერილი ქულები შეჯამდება და გამოვლინდება გამარჯვებულთა სია.

გთხოვთ, სტატიის გამოგზავნისას დოკუმენტს თქვენი სახელი და გვარი დააწეროთ და სტატიის ბოლოს აუცილებლად მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა.

“CIVICUS”-ის სარედაქციო საბჭო განიხილავს მიღებულ სტატიებს და ავტორებს საბოლოო გადაწყვეტილებას აცნობებს არაუგვიანეს 25 დეკემბრისა.

შერჩეული სტატიები გამოქვეყნდება ჟურნალ “CIVICUS”-ის მე-16 ნომერში, ხოლო ავტორები მიიღებენ წამახალისებელ ჰონორარს.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ ელექტრონულ მისამართზე info@cela.ge ან Facebook გვერდზე www.facebook.com/celageo

ჟურნალის გამოქვეყნებული ნომრების სრულად ნახვა შეგიძლიათ „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ ვებ-გვერდზე: http://cela.ge/ge/civicus ხოლო ცალკეული სტატიების ნაწილის ნახვა შესაძლებელია “CIVICUS”-ის ბლოგზე www.civicuscela.wordpress.com

ჟურნალის გამოიცემა ხდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით (USAID), პროგრამის საარჩევნო პროცესების გაძლიერება საქართველოში ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი (IFES).

„სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია“(CELA)  პროფესიული გაერთიანებაა, რომლის წევრები არიან სამოქალაქო განმანათლებლები საქართველოს უმაღლესი აკრედიტებული სასწავლებლების უმეტესობიდან. გაერთიანების მიზანია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამოქალაქო ინოვაციის, აქტივობებისა და განათლების ცენტრებად ჩამოყალიბება და გაძლიერება.