1-2 ივლისს სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA) ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესამე საერთაშორისო კონფერენცია “სამოქალაქო განათლება და დემოკრატიის გამოცდილება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“ გაიმართა.
კონფერენცია ოთხ თემატურ პანელად იყო დაყოფილი: სამოქალაქო განათლების პრაქტიკა და გამოწვევები, ძალაუფლება, მოქალაქეობა და იდენტობის ფორმირება, კარგი მმართველობა და მოქალაქეთა ჩართულობა და დემოკრატია და სახელმწიფოს მშენებლობა. მკვლევრებმა და მეცნიერებმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, პოლონეთიდან, ყირგიზეთიდან და საქართველოდან წარმოადგინეს მოხსენებები სამოქალაქო განათლების სხვადასხვა ასპექტების შესახებ.
სინქრონული თარგმანი განხორციელდა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
აღნიშნული კონფერენცია ჩატარდა მესამედ ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროექტის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) საქართველოს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი (IFES).