11 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ ეგიდით გამოცემული ელექტრონული ჟურნალის „Civicus”-ის მეთორმეტე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. CIVICUS-ის მეთორმეტე ნომრის თემა ამერიკის შეერთებული შტატები გახლავთ.
„სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ აღმასრულეველმა დირექტორმა თამარ ქარაიამ და ჟურნალის რედაქტორმა ლევან ლორთქიფანიძემ „Civicus”-ის მეთორმეტე ნომრისა და ჟურნალის დანიშნულების შესახებ ისაუბრეს. ჟურნალზე მომუშავე სტუდენტებმა კი აუდიტორიას გააცნეს საკუთარი სტატიების შინაარსი. მათ განიხილეს ამერიკული პოლიტიკური სისტემის თავისებურებები და აშშ-ის საპრეზიდენტო ინსტიტუტის უნიკალურობა, ჰიპები, მუსიკალური მიმდინარეობების ჩამოყალიბება, მიგრაცია, ინგლისური ენის ტრანსფორმაცია, რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ლიტერატურასა და განათლების სისტემის შესახებ არსებული მასალები.
შეხვედრას მოდერატორობას უწევდა CIVICUS-ის ამ ნომრის თანარედაქტორი მარიამ გულიაშვილი.
ღონისძიება განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო-ს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.
ჟურნალის ყველა ნომრის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://cela.ge/ge/civicus
ეტაპობრივად ყველა სტატია ქვეყნდება „Civicus”-ის Facebook გვერდსა და ბლოგზე.
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/civicus.journal/?fref=ts
ბლოგი: https://civicuscela.wordpress.com/