21 აპრილს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ ფარგლებში, 2016-2017 წლის შემოდგომის სემესტრში სტუდენტების მიერ განხორციელებული სამოქმედო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული ღონისძიების მიზანი სტუდენტების მიერ სალექციო კურსის ფარგლებში შესრულებული პროექტების წარმოდგენა და ახალ სტუდენტებთან ამ გამოცდილების გაზიარება იყო.
სტუდენტური პროექტების თემატიკა მოიცავდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება საშუალო სკოლებში, ბავშვთა უფლებები, სოციალურად გაჭირვებული ოჯახების დახმარება, მოხალისეობის განვითარება, შშმ პირთა უფლებები, განათლების ხელმისაწვდომობა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ისეთ დაავადებასთან მიმართებით, როგორიცაა ფენილკეტონურია და ა.შ.
სტუდენტური პროექტების ძირითად მიზანს საკუთარი უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, სამოქალაქო ცნობიერებისა და აქტივობის ამაღლება და ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობა წარმოადგენდა. სამოქმედო პროექტების განხორციელების ფარგლებში სტუდენტებს აქტიური თანამშრომლობა მოუწიათ, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
ღონისძიება განხორციელდა "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის"(CELA) მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.