საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი (IFES) და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია (CELA) წარმოგიდგენთ პირველ ყოველწლიურ ჯილდოს იმ მოქალაქეების ღვაწლის დასაფასებლად და წარმოსაჩენად, რომლებმაც თავდადებით იშრომეს დემოკრატიისა და კარგი მმართველობის პრინციპების დასაცავად და თავიანთი საქმიანობით ხელი შეუწყვეს დემოკრატიული ღირებულებების: თანასწორობის, ტოლერანტობის, მრავალფეროვნებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის გავრცელებასა და განვითარებას საქართველოში.
IFES არის საერთაშორისო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს კარგ მმართველობას და აძლიერებს ნაკლებად წარმოდგენილ, მოწყვლად მოსახლეობას მონაწილეობა მიიღოს და აქტიურად ჩაერთოს საკუთარ თემში თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. IFES-ს დაარსებიდან 30 წლის განმავლობაში მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში უმუშავია.
CELA არის ადგილობრივი, არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურსის „დემოკრატია და მოქალაქეობას“ ლექტორებს. CELA-ს მისიაა სამოქალაქო განათლების გაძლიერება და ინსტიტუციონალიზაცია, მოქალაქეების სამოქალაქო ცნობიერებისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოში.
IFES/CELA-ს დემოკრატიის ახალგაზრდა ქომაგის კანდიდატის წარდგენის კრიტერიუმები და პროცესი
კანდიდატი შესაძლოა იყოს ადგილობრივ თემსა თუ ქვეყნის მასშტაბით ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და სამართლიანობის დაცვის საკითხებში, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და სხვა სამოქალაქო აქტივობებში ჩართული აქტიური და გამორჩეული ახალგაზრდა.
დემოკრატიის ახალგაზრდა ქომაგის ჯილდო გადაეცემა მოქალაქეს, რომელიც აქტიურად ცდილობდა დაეძლია დაბრკოლებები, განიხილავდა და ახმოვანებდა მისი თემის წინაშე არსებულ გამოწვევებს, რომლებიც ხელს უშლიდა ადამიანის უფლებების განხორციელებას. ჯილდო ასევე განკუთვნილია იმ ახალგაზრდისთვის, რომელიც დაეხმარა თანატოლებს, რათა აქტიურად ჩართულიყვნენ სამოქალაქო ღონისძიებებში და გამხდარიყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები.
კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმის მეშვეობით, სადაც უნდა აღიწეროს კანდიდატის მიერ დემოკრატიული ღირებულებების მხარდასაჭერად განხორციელებული აქტივობები და ინიციატივები. სასურველია თქვენ მიერ წარმოდგენილი კანდიდატის საქმიანობის შესახებ დამატებითი მასალების - საგაზეთო ან სოციალური მედიასტატიების თანდართვა. საკუთარი თავის კანდიდატად წარდგენა არ განიხილება.
კანდიდატის წარდგენის თარიღები და დოკუმენტები
კანდიდატის წარდგენის დაწყების თარიღი | 22 მარტი, 2017 |
კანდიდატის წარდგენის ბოლო ვადა | 15 აპრილი, 2017 |
დაჯილდოების ცერემონია | 22 აპრილი, 2017 |
წარდგენის პროცესისა და ფორმის შევსების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ 2017 წლის 22 მარტიდან 15 აპრილამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ifes.org