დიალოგები დემოკრატიაზე და ჟურნალ „Civicus”-ის მეთერთმეტე ნომრის პრეზენტაცია

24 თებერვალს ქუთაისის უნივერსიტეტში „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ ეგიდით გამოცემული ელექტრონული ჟურნალის „Civicus”-ის მეთერთმეტე ნომრის პრეზენტაცია და დიალოგები დემოკრატიაზე გაიმართა. ღონისძიების ძირითადი თემა იყო ღირებულებათა ტრანსფორმაცია და ტოლერანტობა.

„სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ აღმასრულეველმა დირექტორმა თამარ ქარაიამ ისაუბრა „Civicus”-ის მეთერთმეტე ნომრისა და ჟურნალის დანიშნულების შესახებ. ჟურნალზე მომუშავე სტუდენტებმა კი აუდიტორიას გააცნეს საკუთარი სტატიების შინაარსი.

შეხვედრის ფარგლებში CELA-ს სტაჟიორებმა მარიამ გულიაშვილმა, თემო ბეჟანიძემ და შოთა ნარსიამ გააკეთეს საკუთარი კვლევის „ტოლერანტობის საკითხის ასახვა საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებისას“ პრეზენტაცია. მათ პრეზენტაციის დასასრულს გასცეს ის რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც უფრო მეტად დახვეწს ისტორისაა და სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოებს.

ღონისძიება განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო-ს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.

ჟურნალის ყველა ნომრის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://cela.ge/ge/civicus

ეტაპობრივად ყველა სტატია ქვეყნდება „Civicus”-ის Facebook გვერდსა და ბლოგზე.

Facebook გვერდი: https://www.facebook.com/civicus.journal/?fref=ts

ბლოგი: https://civicuscela.wordpress.com/