"სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია" (CELA) აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე: "ღირებულებათა ტრანსფორმაცია საქართველოში".
კონკურსის მიზანია გამოავლინოს საუკეთესო ესე, რომელიც აღწერს ღირებულებათა ტრანსფორმაციას საქართველოში. საკონკურსო ჟიურის მიერ გამოვლენილი სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი დაჯილდოვდება (ელექტრონული რიდერები, წიგნის ვაუჩერები და ა.შ.). შერჩეული ესეები კი დაიბეჭდება სამოქალაქო განათლების ჟურნალ CIVICUS-ში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს, სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 25 წელს.
ესეების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 2016 წლის 20 ნოემბრამდე გადმოაგზავნოთ თქვენი ესე შემდეგ მისამართზე info@cela.ge (სათაურში მიუთითეთ "ესეების კონკურსი") .
ესეს გაფორმების წესი:
** მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 4000 სიმბოლოს
** ელექტრონული ვერსია წარმოდგენილი უნდა იყოს Microsoft Word-ის ფორმატში (რომელშიც მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია);
** შრიფტი - Sylfaen;
** შრიფტის ზომა - 11;
** სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: info@cela.ge ან http://www.facebook.com/celageo
კონკურსს ახორციელებს სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია (CELA) USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო-ს მიერ განხორციელებული პროგრამის "საარჩევნო პროცესების გაძლიერება" (SEP) ფარგლებში.