სამოქალაქო განათლების კურსის ახალი სახელმძღვანელოს ირგვლივ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

8-9 სექტემბერს ქალაქ ბათუმში სამოქალაქო განათლების კურსის ახალი სახელმძღვანელოს ირგვლივ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა  გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ავტორები, რედაქტორი, IFES-ის წარმომადგენლები და CELA-ს ის წევრები, რომლებიც მიმდინარე სემესტრის განმავლობაში საცდელად გამოიყენებენ ახალ სახელმძღვანელოს. 

შეხვედრაზე სახელმძღვანელო დეტალურად განიხილეს როგორც შინაარსობრივად, ისე სტრუქტურულად. გამოითქვა ბევრი ახალი მოსაზრება თუ შენიშვნა. CELA-ს ძირითად მიზანს წარმოადგენს, რომ სახელმძღვანელო მაქსიმალურად იყოს ათვისებადი ყველა საფეხურისა თუ მიმართულების სტუდენტისთვის. 

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს მასწავლებლის სახელმძღვანელოს ზოგადი კონცეფცია. ეს უკანასკნელი ლექტორს საშუალებას მისცემს სალექციო კურსი კიდევ უფრო გაამრავალფეროვნოს დამატებითი ინფორმაციით, როლური თამაშებითა თუ სხვადასხვა საინტერესო აქტივობით.

შეხვედრა ჩატარდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო-ს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.