15 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ ეგიდით გამოცემული ელექტრონული ჟურნალის „Civicus”-ის მერვე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ნომრის თემატიკაა ევროპა და მისი ღირებულებათა სისტემა (ძირითადი გამოწვევები, განათლება, ახალგაზრდული საკითხები, კულტურა, პოლიტიკა და ა.შ.).
ჟურნალის რედაქტორმა ლევან ლორთქიფანიძემ და „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ აღმასრულეველმა დირექტორმა თამარ ქარაიამ ისაუბრეს „Civicus”-ის მერვე ნომრისა და ჟურნალის დანიშნულების შესახებ. ჟურნალზე მომუშავე სტუდენტებმა კი აუდიტორიას გააცნეს საკუთარი სტატიების შინაარსი.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტემა ელექტრონული ჟურნალის მომდევნო ნომრების გამოცემაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.
შეხვედრას მოდერატორობას უწევდა „Civicus”-ის რედაქტორი ლევან ლორთქიფანიძე.
ღონისძიება განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო-ს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.
ჟურნალის ყველა ნომრის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://cela.ge/ge/civicus
ეტაპობრივად ყველა სტატია ქვეყნდება „Civicus”-ის Facebook გვერდსა და ბლოგზე.
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/civicus.journal/?fref=ts
ბლოგი: https://civicuscela.wordpress.com/