საერთაშორისო კონფერენცია “სამოქალაქო განათლების მდგომარეობა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში: ფორმალურიდან არაფორმალურ პრაქტიკამდე”

21-22 მაისს სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „სამოქალაქო განათლების მდგომარეობა პოსტსაბჭოთა საქართველოში: ფორმალურიდან არაფორმალურ პრაქტიკამდე“.

მეცნიერებმა და მკვლევრებმა უკრაინიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან წარმოადგინეს მოხსენებები  სამოქალაქო განათლების სხვადასხვა ასპექტების შესახებ. სინქრონული თარგმანი განხორციელდა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

გთავაზობთ კონფერენციის პროგრამას:

21 მაისი, შაბათი

10:30-11:00       რეგისტრაცია

11:00-11:20       მისალმება და კონფერენციის გახსნა

მალხაზ მაცაბერიძე, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი

თამარ ქარაია, CELA-ს აღმასრულებელი დირექტორი

ნერმინ ნიშიჩი, IFES საქართველოს პროექტის ხელმძღვანელი

11:20 – 12:50     პირველი პანელი: სამოქალაქო განათლების პრაქტიკა და გამოწვევები                            

მოდერატორი: გიორგი გობრონიძე, ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი                          

1.  ღია მმართველობის მონაცემები, როგორც სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტი
მარია კრიუჩოკი, კიევ-მოჰილის აკადემია, უკრაინა

2. სამოქალაქო განათლების გამჭოლი ხასიათი  და  საგანთაშორისი კავშირები
რუსუდან თევზაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

3. გლობალური მოქალაქეობა და ტექნოლოგიის როლი
კანან ფირდოვსი, აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აზერბაიჯანი

4. საზოგადოებათმცოდნეობიდან სამოქალაქო სწავლებამდე (განათლების მნიშვნელობა მოქალაქის ჩამოყალიბების პროცესში)
მაია ქვრივიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  კულტურის კვლევების ინსტიტუტი, საქართველო

5. სამოქალაქო საზოგადოება VS უკრაინული სახელმწიფო
 ალექსანდრ სვეტლოვი, ისტორიული მეხსიერების საზოგადობრივი ინსტიტუტი, უკრაინა

6. სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში
ალექსანდრე კუხიანიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო

12:50 – 13:00     დისკუსია

13:00 – 14:00     სადილი

14:00 –  15:30    მეორე პანელი: ძალაუფლება, მოქალაქეობა და იდენტობის ფორმირება

მოდერატორი: ალექსანდრე კუხიანიძე, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

1. მასწავლებელთა სამოქალაქო განათლების აღქმა აზერბაიჯანში - პოსტსაბჭოთა ქვეყანა
ჯავიდ ჯაფაროვი, ბელფასტის დედოფლის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი

2. ადამიანის სოციალიზაცია საგანმანათლებლო სივრცის ტრანსფორმაციის პირობებში
გალინა გორბანი, პოსტდოქტორალური განათლების დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ინსტიტუტი, უკრაინა 

3. უმცირესობათა საგარეო ორიენტაციის თავისებურებანი
მალხაზ მაცაბერიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველო

4. კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების სამოქალაქო განათლების პოლიტიკა უკრაინაში
ანჯელა აკაემოვა, კიევის უნივერსიტეტი, უკრაინა

5.ეკომიგრაცია და რელიგიური დაპირისპირებები საქართველოში (2010- 2016 წწ.)
 ივანე წერეთელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო

6. სკოლამდელი განათლება საქართველოში  
ქეთევან კუხიანიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო

15:30 – 16:00     დისკუსია

16:00-16:30        საბოლოო შენიშვნები და სამომავლო პერსპექტივები

 

22 მაისი, კვირა

11:00 – 13:00       პირველი პანელი: დემოკრატიის მშენებლობა
მოდერატორი: სალომე დუნდუა, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი

1. საქართველო დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე: წინააღმდეგობრივი ნაციონალური პროექტის მახასიათებლები (1989-1991)
 ირაკლი ჩხაიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2ზნე-ჩვეულებების გავლენა დემოკრატიის განვითარებაზე
ლალი ანთიძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო

3. საქართველოში რუსეთის რბილი ძალის პოლიტიკის ზოგადი ასპექტები  და სამოქალაქო განათლება
ქეთევან მუხიგული, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველო

4. გარემოს დაცვა და სამოქალაქო აქტივიზმი საქართველოში
თამარ ქარაია, სალომე დუნდუა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  საქართველო

5. პოლიტიკური პარტიების გენდერული პოლიტიკა 2014 წლის ადგილობრივი  თვითმმართველობის არჩევნებზე
 ეკა დარბაიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი

6ლიდერები და გლობალური მოქალაქეობა
ლანა ღვინჯილია, საქართველოს უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საქართველო

13:00 – 13:30       დისკუსია

13:30 – 14:30       სადილი

14:30 –16:45        მეორე პანელი: დემოკრატია და სახელმწიფოს მშენებლობა

                          მოდერატორი:  თამარ ქარაია, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ

1. სამოქალაქო სექტორი და სახელმწიფო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ თანამედროვე საქართველოში
მანანა დარჩაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველო

2. პოლიტიკის იდეოლოგიზაცია: საქართველოს პარტიული სისტემის ანალიზი
გიორგი მელიქიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი, საქართველო

3. ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო  გეგმა და მისი ასახვა            
ინგა მიხანაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი, საქართველო

4. არჩევნები, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ინსტრუმენტი ამიერკავკასიის ქვეყნებში
ლია თეთრაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი, საქართველო

5. ისტორიის შესწავლა: ეთნიკურიდან სამოქალაქო ნაციონალიზმამდე
მირზაევ ჯალალიტდინი, ევრაზიის კვლევითი ინსტიტუტი, ყაზახეთი

6. სამოქალაქო განათლება გარდამავალ საზოგადოებებში: მიზნების დასახვა და პრაქტიკული შედეგები
ირინა ტროფიმოვა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, სოციოლოგიის ინსტიტუტი, რუსეთი  

7. სამოქალაქო განათლება აზერბაიჯანში
ალი ასკეროვი, მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევის დეპარტამენტი, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტი, აშშ

8.პასუხიმგებლიანი ხელმძღვანელობა თანამედროვე საზოგადოებაში
ემილია ვორონცოვა, უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების შინაარსის მოდერნიზაციის ინსტიტუტი, უკრაინა

9. სამოქალაქო განათლების როლი საჯარო მმართველობაში
კახაბერ ურიადმყოფელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი,საქართველო

16:45 – 17:00     დისკუსია

17:00 – 17:15   კონფერენციის შეჯამება და სამომავლო პერსპექტივები
 

აღნიშნული კონფერენცია ჩატარდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით პროექტის „საარჩევნო სისტემების გაძლიერება“(SEP) საქართველოს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი (IFES).