16 მაისს ქუთაისის უნივერსიტეტში გაიმართა მორიგი შეხვედრა სერიიდან „დიალოგები დემოკრატიაზე“. სამუშაო თემას წარმოადგენდა „ვიზა ლიბერალიზაცია და მიგრაციის საკითხები“. მოხსენება წარადგინა ნუგზარ კოხრეიძემ - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, ქუთაისის ოფისის წარმომადგენელმა.
შეხვედრაზე ისაუბრეს მიგრაციის გლობალურ და ლოკალურ გამოწვევებზე, ასევე ვიზა ლიბერალიზაციის ზეგავლენაზე რეგიონალურ კონტექსტში. დისკუსიას ესწრებოდნენ ქუთაისის უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები, ასევე სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცის წარმომადგენლები.
ღონისძიება განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო-ს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.