17 აპრილს ზუგდიდში გაიმართა სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის წევრთა მორიგი რეგიონალური შეხვედრა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სამოქალაქო განათლების სწავლების მეთოდოლოგიის და სასწავლო მასალის დახვეწას მშვიდობის განათლებისა და საარჩევნო სისტემების კონტექსტში.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ადგილობრივი ორგანიზაცია „ათინათის“ წარმომადგენელი, რომელმაც ისაუბრა სამეგრელოს რეგიონში მედიის, მოქალაქეთა ჩართულობისა და ხელისუფლების ანგარიშგების ურთიერთობის შესახებ.
ღონისძიება განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო-ს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.