სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია (CELA) იწყებს აბსტრაქტების მიღებას მეორე საერთაშორისო კონფერენციისათვის “სამოქალაქო განათლების მდგომარეობა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში: ფორმალურიდან არაფორმალურ პრაქტიკამდე”, რომელიც ჩატარდება 20-21 მაისს ქ. თბილისში, საქართველო.
აბსტრაქტების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 15 აპრილი, 2016 წელი.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ: სამოქალაქო განმანათლებლებსა და მკვლევრებს. უპირატესობა მიენიჭება განაცხადებს, რომლებიც წარმოდგენილი იქნება აღმოსავლეთ ევროპიდან, კავკასიასა და ცენტრალური აზიიდან.
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 20-21 მაისი, 2016 წელი.
კონფერენციის მთავარი მიზანია მოიწვიოს სამოქალაქო განმანათლებლები, მკვლევრები, პოლიტიკოსები, პრაქტიკოსები და სხვა დაინტერესებული პირები სამოქალაქო განათლების როგორც თეორიული ჩარჩოს, ისე საგანმანათლებლო პოლიტიკისა და მოქალაქისა და სამოქალაქო ღირებულებების ხელახალი გადააზრების კვლევისათვის, საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ პოლიტიკური რეჟიმის ტრანსფორმაციისა და დემოკრატიული ტრანზიციის კონტექსტში. დაინტერესებულმა პირებმა აბსტრაქტები უნდა გადმოგზავნონ არაუგვიანეს 2016 წლის 15 აპრილისა.
შერჩეული აბსტრაქტების ავტორები მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში ქ. თბილისში.
კონფერენცია მოიცავს შემდეგ თემატიკას:
თქვენი განაცხადის განსახილველად საჭიროა გადმოგზავნოთ CV და აბსტრაქტი (250-300 სიტყვა) MS Word (.doc) ფორმატში, არაუგვიანეს 2016 წლის 15 აპრილისა, ელექტრონულ მისამართზე: info@cela.ge და საჭირო ველში - “subject” მიუთითოთ “2016 CELA Conference”. განაცხადი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის საბჭო მიღებულ აბსტრაქტებს განიხილავს და ავტორებს საბოლოო გადაწყვეტილებას აცნობებს არაუგვიანეს 2016 წლის 25 აპრილისა.
შერჩეული მასალები გამოქვეყნდება საკონფერენციო ნაშრომებში. კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და რუსული. ღონისძიებაში მონაწილეობა უფასოა, კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან საკვებით. ორგანიზაცია არ ანაზღაურებს მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯებს. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციას ელექტრონულ მისამართზე info@cela.ge ან ეწვიეთ ვებგვერდსა (www.cela.ge) და facebook გვერდს (www.facebook.com/celageo).
პროექტი ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით (USAID), პროგრამის “საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერება” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი (IFES).
სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია არის პროფესიული გაერთიანება, რომელიც აერთიანებს სამოქალაქო განმანათლებლებს უმაღლესი აკრედიტებული სასწავლებლების უმეტესობიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით. გაერთიანების მიზანია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სამოქალაქო ინოვაციის, აქტივობებისა და განათლების ცენტრად ჩამოყალიბება.