19 დეკემბერს სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ორგანიზებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა III სამეცნიერო კონფერენცია "სამოქალაქო აქტივიზმი საქართველოში“.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ საუნივერსიტეტო კურს "დემოკრატია და მოქალაქეობის" კურსდამთავრებულები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.მომხსენებლები შეეხნენ სამოქალაქო აქტივიზმის გამოწვევებს, სოციალური კაპიტალის მდგომარეობას, ასევე პოლიტიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებს საქართველოში.
ღონისძიების ჩატარება შესაძლებელი გახდა "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის"მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით,IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში