გაიმართა სტუდენტთა II სამეცნიერო კონფერენცია "დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში - მიღწევები და პერსპექტივები

30 მაისს, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის ორგანიზებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა II სამეცნიერო კონფერენცია "დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში: მიღწევები და პერსპექტივები“.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საუნივერსიტეტო კურს "დემოკრატია და მოქალაქეობის" კურსდამთავრებულები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.

კონფერენციის თემატიკა მოიცავდა როგორც  სამოქალაქო აქტივიზმის გამოწვევებს, ასევე პოლიტიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და ადამიანის უფლებათა საკითხებს საქართველოში.

ღონისძიების ჩატარება შესაძლებელი გახდა "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის"მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით,IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში