გაიმართა ფოტოგამოფენა "მოქალაქე in action"

16 მაისს სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA) და „ჟურნალისტთა ქსელს გენდერული თანასწორობისთვის“ (JNGE), თბილისის მერიის პარტნიორობით,ფოტოკონკურსის „მოქალაქე IN ACTION“ მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენ გამართა.  ფოტოკონკურსში, რომლის მიზანიც იყო, მოქალაქეების ჩართულობის ასახვა სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების პროცესში, მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები და ჟურნალისტები.

ჟიურის გამარჯვებულ ნამუშევრებად შეარჩია ბექა ქორჩილავას ( გორის სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი) ფოტო "ნოსტალგია" და  დავით კიკალიშვილის ფოტო "ერთმანეთისთვის..."(ფოტორეპორტიორი) გახდნენ.

ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა გიორგი გირკელიძის (“გურია ნიუსი“ ჟურნალისტი)  და ნინო ზაალაშვილის ( “ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისთვის“ წევრი), ფოტოები დაასახელეს საუკეთესოდ . ოთხივე გამარჯვებულს საჩუქრად ელექტრონული რიდერი, "ქინდლი" გადაეცათ.

 

ბექა ქორჩილავა "ნოსტალგია"

 

 

დავით კიკალიშვილი "ერთმანეთისთვის..."

 

გიორგი გირკელიძე "ყოველდღიურობა"

 

         

ნინო ზაალაშვილი 

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები, უნივერსიტეტების პროფესორები, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები. 

ფოტოგამოფენის პარალელურად გაიხსნა "გენდერული თანასწორობის ხეივანი" სადაც მონაწილეებმა 50 კიპარისის ხე დარგეს. აღნიშნულ პროცესში არასაამთავრობო ორგანიზაციებს პარტნიორობას ქალაქ თბილისის მერია უწევდა.

კონკურსი ჩატარდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველოს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში. „მოქალაქე IN ACTION“ გამოფენა-დაჯილდოებამდე „გენდერული ხეივანი“ გაიხსნა.