2015 წლის 23- 2015 თებერვალს სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის, ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისათვის, გენდერული თანასწორობის ქსელისა და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრების წევრებისათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე "ფონდების მოძიება, საპროექტო განაცხადის წერა, ლიდერობა და კომუნიკაცია". ტრენინგის მიზანი იყო აღნიშნული ორგანიზაციების განვითარება და მათი მდგრადობის ხელშეწყობა.
ტრენინგი ორგანიზებული იყო საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ პროგრამის “საარჩევნო პროცესების გაძლიერება” (SEP-ის) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება USAID–ის ფინანსური მხარდაჭერით.