სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია (CELA) აცხადებს აბსტრაქტების მიღებას საერთაშორისო კონფერენციისათვის “მოქალაქეობა და სამოქალაქო განათლება პოსტსოციალისტურ საზოგადოებებში”.
კონფერენციის მიზანია სამოქალაქო განათლების სპეციალისტებმა, როგორც ახალგაზრდა ისე გამოცდილმა მკვლევარებმა განიხილონ საგანმანათლებლო პოლიტიკა, მოქალაქეობის ცნების რეკონცეპტუალიზაცია და სამოქალაქო ღირებულებები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გარდამავალ რეჟიმებსა და განვითარებად დემოკრატიებში.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გადმოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ თემებზე:
• სამოქალქო კულტურა, იდენტობა და მათი ტრანსფორმაციის ტრაექტორიები;
• სამოქლაქო განათლების სწავლების მეთოდები;
• სამოქალაქო განათლება: პოლიტიკიდან მის განხორციელებამდე;
• სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმები (ხმის მიცემიდან სათემო საქმიანობამდე);
• უმცირესობები; ინტეგრაცია თუ სეგმენტაცია?
• სხვა
გთხოვთ, განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და აბსტრაქტი (250-300 სიტყვა) Word-ის დოკუმენტის ფორმატში ა.წ 30 მარტამდე შემდეგ ელ-მისამართზე info@cela.ge
ელექტრონული ფოსტის სათაურში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითოთ “კონფერენცია 2015.”
აბსტრაქტის ავტორებს ეცნობებათ საბოლო გადაწყვეტილება 2015 წლის 15 აპრილამდე.
საკონფერენციო მოხსენებები დაიბეჭდება CELA–ს სამოქალაქო განათლების პერიოდული გამოცემის სახით.
კონფერენციის სამუშაო ენა იქნება: ინგლისური, რუსული და ქართული.
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა და კონფერენციის მონაწილეები კონფერენციის დღეს უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით. თუმცა, კონფერენციაში მონაწილეებმა თავად უნდა გაიღონ საკუთარი მგზავრობისა და საცხოვრებელი ხარჯები.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე info@cela.ge ან ეწვიეთ ვებსაიტს www.cela.ge
აღნიშნული პროექტი ხორციელდება USAID–ის ფინანსური მხარდაჭერითა და IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის “საარჩევნო პროცესების გაძლიერება” (SEP-ის) ფარგლებში.