USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველო-ს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია (CELA) აცხადებს აბსტრაქტების მიღებას კონფერენციისთვის თემაზე:
მოქალაქე და სამოქალაქო ჩართულობა საქართველოში - დამოუკიდებლობიდან 23 წლის შემდეგ
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოქალაქეთა სამოქალაქო აქტივობებში ჩართვის ხელშეწყობა ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად შეფასდა, ხოლო პოლიტიკური კულტურის განვითარება საზოგადოებრივი წინსვლის წინაპირობად გამოცხადდა, ამიტომაც მნიშვნელოვანია გაანალიზდეს, საქართველოში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 23 წლის მანძილზე რა შეიცვალა ამ მიმართულებით, რა შეიძლება ჩაითვალოს მიღწევად და რა რჩება გამოწვევად.
კონფერენციის ძირითადი სამუშაო თემებია:
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მკვლევარს, რომელიც დაინტერესებულია აღნიშნული საკითხის შესწავლით და განსაკუთრებით მათ, ვინც ჩართული იყვნენ/არიან სამოქალაქო განათლების კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ სწავლებაში.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 2014 წლის 24 ნოემბრამდე გადმოაგზავნოთ CV და აბსტრაქტი შემდეგ მისამართზე info@cela.ge (სათაურში მიუთითეთ „კონფერენცია მოქალაქე და სამოქალაქო ჩართულობა საქართველოში- დამოუკიდებლობიდან 23 წლის შემდეგ“) .
დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება.
კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული;
მოხსენების აბსტრაქტი (300- დან არაუმეტეს 500 სიტყვისა) უნდა გადმოაგზავნოთ Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით;
შერჩეულ ავტორებს ეცნობებათ 2014 წლის 28 ნოემბრამდე.
კონფერენცია 2014 წლის გაიმართება 19 დეკემბერს.
კონფერენციის მოხსენებები დაიბეჭდება კრებულის სახით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მილენა ოგანესიანი
ელ-ფოსტა: myleneog@yahoo.com