2014 წლის 2-9 ოქტომბერს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის საჯარო მმართველობის და ადმინისტრირების პროგრამის მსმენელებს ჩაუტარდათ ტრენინგების სერია სამოქალაქო განათლების საკითხებზე. სესიებს უძღვებოდა სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის წარმომადგენელი ქეთევან კუხიანიძე.
ტრენინგი მიზნად ისახავდა საჯარო მოხელეებისთვის დემოკრატიის არსის და პრინციპების შესწავლას, სახელმწიფოს და ინდივიდის ურთიერთმიმართების განსაზღვრას, საბაზისო სამოქალაქო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და შესაბამისი ინფორმაციის გაცნობას.
საჯარო მოხელეებისთვის შესასწავლ თემატიკას წარმოადგენდა :
ტრეინინგში მონაწილეობა 8 მუნიციპალიტეტის 50-მდე საჯარო მოხელემ მიიღო.
სამოქალაქო განათლების კურსის დასასრულს საჯარო მოხელეებმა წარმოადგინეს სამოქმედო პროექტები, რომელთა ძირითადი დანიშნულება პრობლემებზე ეფექტური რეაგირება და ამ პროცესში მოქალაქეთა ჩართვის უზრუნველყოფაა.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის საქმიანობა მიმართულია სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ პირთა პროფესიული დონის ამაღლებაზე სპეციალურად შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. სკოლის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახელებული და მაღალმთიანი რეგიონები.