სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის მიზნებია:
- საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღება და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა;
- სამოქალაქო განათლების სფეროში კვლევითი, ასევე არასამეწარმეო საგამომცემლო და მთარგმნელობითი საქმიანობის ორგანიზება;
- სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურსის შინაარსის, ინტერაქციული სასწავლო მეთოდებისა და სწავლების ხარისხის უზრუნველყოფა;
- საუნივერსიტეტო დონის სამოქალაქო განათლების კურსის პედაგოგთა პროფესიული განვითარების უზრუნველყოფა.