სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგია ახალგაზრდების თანატოლთა განათლების პროცესში ჩართვაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 2014 წლის 21 დეკემბერს, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ვორქშოფი თემაზე: „სამოქალაქო აქტივიზმი და ადვოკატირება“.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კურს „დემოკრატია და მოქალაქეობის“ კურსდამთავრებულებმა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მთელი საქართველოს მასშტაბით. სტუდენტები შეირჩნენ სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის გამოცდილების და მოტივაციის გაანალიზების საფუძველზე.
ვორქშოფის მონაწილეებმა სოციალურ მოძრაობების წარმატებული შემთხვევების მაგალითზე განხილეს სამოქალაქო აქტივიზმის სტრატეგიები, ასევე ადვოკატირების კამპანიის წარმოების გზები, რის შემდეგაც ჯგუფებში შეიმუშავეს თანატოლთა განათლებისათვის განსახორციელებელ მოქმედებათა გეგმა და წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით.
თითოეული სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებში სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას და სტუდენტების, როგორც რესურსის გამოყენებას თანტოლთა განათლებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისათვის.
აღნიშნული სამუშაო შეხვედრის ჩატარება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით საარჩევნო პროცესების გაძლიერების (SEP) პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი (IFES).