2015 წლის 30 იანვარს, IFES საქართველოს ორგანიზებით ქართველ და უკრაინელ ახალგაზრდებს შორის გაიმართა ვიდეოკონფერენცია თემაზე: მოხალისეობა და სამოქალაქო აქტივიზმი.
ვიდეოსაუბარში საქართველოს მხრიდან მონაწილებდნენ სამოქალაქო განათლების საუნივერსიტეტო კურსის „დემოკრატია და მოქალაქეობის“ სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომელთა უმრავლესობა თავად არის მოხალისე და ჩართულია სამოქალაქო აქტივიზმში.
უკრაინელმა და ქართველმა ახალგაზრდებმა ისაუბრეს მოხალისეობისა და სამოქალაქო აქტივიზმის საკითხებზე და ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები დღეისათვის ამ კუთხით საქართველოსა და უკრაინაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.
აღნიშნული ვიდეოსაუბარი რიგით მეშვიდეა, რომელსაც IFES საქართველო პერიოდულად ატარებს სამოქალაქო განათლების სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოსა და სხვა ქვეყნების ახალგაზრდებს შორის.