ცხადდება აბსტრაქტების მიღება მეორე სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე "დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში - მიღწევები და პერსპექტივები"

USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და IFES საქართველოს მიერ განხორცელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში, „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია“ (CELA) აცხადებს საუკეთესო სტუდენტური აკადემიური ნამუშევრების შესარჩევ კონკურს:

I. კონფერენციაში მონაწილეობა:

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სამოქალაქო განათლების კურსის „დემოკრატია და მოქალაქეობა“ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს CELA-ს  შემდეგი პარტნიორი უნივერსიტეტებიდან:

  • გრიგოლ რობაქიძეს სახელობის უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერიტეტი
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • საქართველოს უნივერსიტეტი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთელის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
  • გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  • თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  • ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • სასწავლო უნივერსიტეტი ევროპული აკადემია
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
  • საქართველოს დავით აღმაშენებელის სახელობის უნივერსიტეტი
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • ქუთაისის უნივერსიტეტი
  • ბათუმის საზღვაო აკადემია
  • თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

II.  კონფერენციის ვადები და მონაწილეთა შერჩევა

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, რომ 2015 წლის 5  მაისამდე შეავსოთ  განაცხადი და გამოაგზავნოთ თემის აბსტრაქტი ქართულ ენაზე (მოცულობა: 650/750 სიტყვა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@cela.ge
თემის ველში მიუთითეთ: „2015 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია“.


თქვენს მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები განიხილება და შერჩეულ კანდიდატებს ვთხოვთ წარმოდგენილ აბსტრაქტზე დაყრდნობით CELA-ს სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციისთვის მოამზადონ აკადემიური ნაშრომი.
დაგვიანებით გამოგზავნილი განაცხადები კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება. მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომი. პლაგიატის შემთხვევაში ნაშრომი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.


2015 წლის 20 აპრილამდე კონფერენციის მონაწილეთა შესარჩევი კომისია შეარჩევს და დაუკავშირდება ნაშრომის საუკეთესო აბსტრაქტის ავტორებს. აკადემიური ნამუშევრების (შერჩეული აბსტრაქტების) წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 25 მაისი.
5 მაისისთვის CELA დაასახელებს იმ ნამუშევრებს, რომელთა ავტორებიც მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში (საუკეთესო აკადემიური ნაშრომების ავტორები). საუკეთესო აკადემიური ნაშრომის ავტორები 2015 წლის 30 მაისს კონფერენციაზე წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს.

III.  ჯილდო

CELA გამოაქვეყნებს საუკეთესო აკადემიურ ნაშრომებს და ავტორებს გადასცემს კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს.  2015 წლის ზაფხულში, კონფერენციის გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ CELA-ს მიერ შავი ზღვის სანაპიროზე ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში სახელწოდებით „დემოკრატია და მოქალაქეობა“.

student_conference_cela_2015.docx