6-7 თებერვალს, ბათუმში გაიმართა სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის წევრთა მორიგი რეგიონალური შეხვედრა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ასოციაციის მიერ 2015 წელს განხორციელებული ღონისძიებების ანგარიშის წარდგენას, მომავალი გეგმების განსაზღვრას და სამოქალაქო განათლების სწავლების მეთოდიკისა და სასწავლო მასალების გაზიარებას.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ხელმძღვანელი მაკა ბიბილეიშვილი, საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ასოციაციის დამფუძნებელი რუსუდან თევზაძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნონო ბესელია. სტუმრებმა წარმოადგილეს სამოქალაქო განათლების მიმართულებით მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში.
შეხვედრა ორგანიზებული იყო საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის "საარჩევნო პროცესების გაძლიერება (SEP)" ფარგლებში.