სტუდენტთა სამოქმედო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

19 მარტს „მულტიმედია განათლების ცენტრში“ საუნივერსიტეტო კურსის „დემოკრატია და მოქალაქეობის“ სტუდენტთა სამოქმედო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც CELA-ს პარტნიორი უნივერსიტეტების ადმინისტრაციის წარმოამდგენლები, სტუდენტები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნეა პროექტები, რომლებიც 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მომზადდა.

პრეზენტაციაზე საკუთარი სტუდენტური პროექტები წარმოადგინეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ხოლო რეგიონული პარტნიორი უნივერსიტეტებიდან, მათ შორის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვა და მათი ნამუშევრების პრეზენტაცია განხორციელდა სკაიპის საშუალებით. სტუდენტების პროექტები საზოგადოებისათვის პრობლემატურ და აქტუალურ თემებს მოიცავდა და მათ ერთ-ერთ მთავარ მიზანს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი ინფორმირება წარმოადგენა.

ღონისძიების დასასრულს, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის CELA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ ქარაიამ მადლობა გადაუხადა სტუდენტებსა და მოსულ სტუმრებს და კურსის ფარგლებში უახლოეს პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ აცნობა.

ღონისძიება განხორციელდა "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის"მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით,IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში.