პროექტი ხორციელდება „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ (CELA) მიერ. პროექტი მიზნად ისახავს „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ ორგანიზაციული განვითარებისთვის ხელშეწყობას, სამოქალაქო განათლების კურსის გაძლიერებისთვის რიგი ნაბიჯების გადადგმას.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება: ტრენინგი/რეგულარული შეხვედრები CELA-ს წევრებისთვის, სამოქალაქო განათლების კონფერენცია, თემატური საჯარო დისკუსიების სერია, მემორანდუმების გაფორმება პარტნიორ უნივერსიტეტებთან/ორგანიზაციებთან, სამოქალაქო განათლების მრგვალი მაგიდა, ფოტო-კონკურსი, სამოქალაქო განათლების სამეცნიერო ჟურნალის შექმნა, პერიოდული ჟურნალის გამოცემა სამოქალაქო განათლების საკითხებზე, სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, სამოქალაქო განათლების კურსის ფარგლებში მომზადებული საუკეთესო სტუდენტური პროექტების გამოვლენა/პრეზენტაცია, ვიდეო კონფერენცია თბილისისა და რეგიონალური უნივერსიტეტების მონაწილეობით, სამოქალაქო განათლების კურსის სახელმძღვანელოსა და სილაბუსის განახლება, დემოკრატია და მოქალაქეობის საზაფხულო სკოლა, ტრენინგი ასოციაციის ახალი წევრებისთვის, ასოციაციის ვებ-გვერდის განახლება.
პროექტი მიმდინარეობს USAID –ის ფინანსური ხელშიწყობით პროექტ “ნდობის გაზრდა საარჩევნო სისტემებისადმი (ITEP) -ის“ ფარგლებში, რომელიც „საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის (IFES)“ მიერ ხორციელდა.