დემოკრატიის არსი, პრინციპები და განვითარების ეტაპები, დემოკრატიის კონსოლიდაციის პერსპექტივები საქართველოში, ადამიანის უფლებები და მისი დაცვის მექანიზმები, ,,კარგი მმართველობის“ კონცეფცია და მისი ძირითადი პრინციპები. ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომელიც 2014 წლის 10 ნოემბერს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში გამართულ ტრენინგზე "დემოკრატია და ადამიანის უფლებები" იქნა განხილული. ტრეინინგს უძღვებოდა "სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის" წევრი ზურაბ კვირკვაია.
ტრენინგის მიზანს ახალგაზრდებისთვის საზოგადოებაში უფლებებისა და თავისუფლებების, მისი დარღვევის შემთხვევაში დაცვის მექანიზმებისა და გარანტიების შესახებ გაცნობა წარმოადგენდა.
ტრენინგი გარდა თეორიული ნაწილისა ასევე ითვალისწინებდა დებატების, დისკუსიისა და კითხვა-პასუხის ფორმატს. ღონისძიებაში მონაწილეობა 40-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომლებიც ტრენინგების კურსის დასასრულს სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან.