პროექტი ,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გაძლიერება დემოკრატიის მხარდაჭერისათვის’’ დაიწყო!
9-10 სექტემბერს მონაწილეებისთვის ჩატარდა ტრენინგები ელექტრონული დემოკრატიის და ელექტრონული მმართველობის მახასიათებლების შესახებ.
ამ კვირის სესიების მთავარი საკითხები ასევე იყო : ტ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო (ICT) ტექნოლოგიების გამოყენების გენდერული განზომილება, ელექტრონული სერვისების გენდერული ანალიზი, ხელოვნური ინტელექტი (AI) და ICT ხელსაწყოების გამოყენება საარჩევო უფლების უზრუნველყოფისთვის.
პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო განათლების ქსელის (EENCE) სამოქალაქო განათლების იდეების კონკურსის ფარგლებში და დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური სამოქალაქო საგენტოს (BPB) მიერ.