,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის'' მონაწილეებისთვის გაერთიანებული ვორკშოფი ჩატარდა

4 ივლისს ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’  მონაწილეებისთვის ჩატარდა შემაჯამებელი ვორკშოფები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.


ვორკშოფებზე მოწვეულნი იყვნენ ახალგაზრდული მუშაკები, რომლებმაც მონაწილეებს გაუზირეს გამოცდილება პროექტების მომზადების, განხორციელებისა და მართვის, ასევე სათემო აქტივიზმის განვითარების შესახებ. თავის მხრივ, მონაწილეებმა შეაჯამეს მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო ჩართულობის პროექტები და ისაუბრეს მიღებული გამოცდილების შესახებ. ვორკშოფები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და მოიცავდა როლურ თამაშებს.


,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.