,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: მარიამ ხმალაძემ, რიმა საგოიანმა და სოფიკო კურტანიძემ წარმატებით განახორციელეს პროექტი ,,ჩვენი უფლებები-როგორ მოვიქცეთ სამართალდამცავებთან ურთიერთობებისას’’.
პროექტის პირველ ეტაპზე ავტორების ორგანიზებით ახალქალაქში ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნუგზარ თევდორაძე უძღვებოდა. მოწვეულმა სტუმარმა პროექტის მონაწილეებს გააცნო სამართალდამცავთა უფლებამოსილებები. შეხვედრაზე ადგილობრივი პრაქტიკიდან გამომდინარე, კონკრეტული შემთხვევები და მაგალითები განიხილეს.
პროექტის შემდგომ ეტაპზე ახალციხეში ჩატარდა ტრენინგი, რომელსაც პროკურორი თამუნა მურჯიკნელი უძღვებოდა. მოწვეულმა სტუმარმა განიხილა თავისი პრაქტიკიდან კონკრეტული შემთხვევები და ქეისები, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა საკუთარ გამოცდილებაზე დამყარებული რჩევები, რამაც მონაწილეები ძალიან დააინტერესა. ტრენინგის დასკვნით ნაწილს პროექტის ავტორები გაუძღვნენ, მათ სტუმრების კითხვებს უპასუხეს და მისცეს რჩევები, რომელიც მნიშვნელოვანია სამართალდამცავებთან ურთიერთობისას და კანონის ფარგლებში საკუთარი უფლებების დასაცავად.
თითოეული ტრენინგი აქტიური კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. პროექტის დასკვნით ნაწილში მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.
"სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023" ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.