,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: თინიკო თანდიაშვილმა, ანანო სუხიტაშვილმა და გიორგი გულეურმა წარმატებით განახორციელეს პროექტი ,,პირველი გადაუდებელი დახმარების ცოდნა, როგორც პასუხისმგებლიანი მოქალაქის ვალდებულება’’, რომელიც მიზნად ისახავდა მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას პირველი გადაუდებელი დახმარების საჭიროებისა და პროცედურების შესახებ.
პროექტის ფარგლებში ავტორებმა ტრენინგები ჩაუტარეს:
ხაშურის საჯარო სკოლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებს;
კოლეჯ ,,განთიადის’’ სტუდენტებსა და მასწავლებლებს;
ბავშვთა განვითარების ცენტრის მასწავლებლებს.
სტუდენტებმა ტრენინგების ფარგლებში მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია პირველი დახმარების 4 მოდულის შესახებ, ესენია: გულ-ფილტვის რეანიმაციის სწავლება, ჭრილობებისა და სისხლდენის, შინაგანი სისხლდენისა და გადაცდენის დროს პირველი დახმარება.
თითოეული ტრენინგი აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმის ფარგლებში წარიმართა და მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილსაც.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.