"სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის" ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა: ლიზა ჭუმბურიძემ, ქეთევან გოგოლაშვილმა და მარიამ ვაჭრიძემ წარმატებით განახორციელეს პროექტი ‘’იცოდე, რომ იცავდე, რომელიც მიზნად ისახავდა 18-25 წლამდე ახალგაზრდებში შრომითი უფლებების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდასა და მათი დაცვისადმი საჭირო უნარების გამომუშავებას.
მიზნის მისაღწევად პროექტის პირველ ეტაპზე ავტორების მიერ ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა, რომლის მიზანიც იყო შრომითი უფლებების შესახებ 18-25 წლამდე ახალგაზრდებში ინფორმირებულობის დონის დადგენა.
მეორე ეტაპზე კი პროექტის მონაწილეებისთვის ჩატარდა ტრენინები შემდეგ თემებზე: "შრომითი უფლებებისა და ხელშეკრულების არსი, დაცვის მექანიზმები", "შრომითი უფლებების დარღვევის პრაქტიკული მაგალითები და მათი პრევენციის გზები."
ტრენინგებს უძღვებოდნენ შემდეგი მოწვეული სტუმრები:
ნიკა მაღედანი -“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი.
მიხეილ ჯულაყიძე - იურიდიული კომპანია “J&J Consulting “ ის ადვოკატი და თანადამფუძნებელი
სალომე შუბლაძე - ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობი ცენტრის" სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი.
თითოეული ტრენინგი აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროექტის დასკვნით შეხვედრაზე კი ორგანიზატორებმა დამსწრე აუდიტორიას პრეზენტაციის სახით წარუდგინეს მათივე ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის შედეგები, რომელიც საქართველოში 18-25 წლამდე ახალგაზრდების შრომითი უფლებების დარღვევის ზოგად ფონსა და სტატისტიკას ასახავდა.
"სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023" ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.