,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: ანა კორტი, ლიზა კახაბერიძე და ნათია მამისაშვილი ახორციელებენ სამოქმედო პროექტს ,,კორუფციასთან ბრძოლის პრაქტიკული მეთოდები’’, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას კორუფციისა და მისი პრევენციის მექანიზმების შესახებ.
პროექტის ფარგლებში სტუდენტების ორგანიზებით წარმატებით ჩატარდა პირველი ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდნენ: გიორგი ჩხეიძე-ადამიანის უფლებათა იურისტი და ხატია ნიკოლაიშვილი-ფლანგვის დეტექტორის უფროსი მკვლევარი.
ტრენინგის ფარგლებში გიორგი ჩხეიძემ მომოიხილა: კორუფციის ცნება, მასთან ბრძოლის მექანიზმები და კორუფციის შემთხვევების იდენტიფიცირების გზები, ხატია ნიკოლაიშვილმა კი ყურადღება გაამახვილა შემდეგ საკითხებზე: საქართველოს კანონმდებლობა ინფორმაციის თავისუფლებაზე, პოლიტიკური პარტიებისა და საჯარო პირების ქონებრივი დეკლარაციები, ინფორმაციის მოძიებისთვის ხელმისაწვდომი წყაროები/ვებ გვერდები.
მადლობას ვუხდით ღია საზოგადოებს ფონდს, რომელმაც გამოყო თემატური წიგნები პროექტის მონაწილეებისთვის!
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.