,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: ალექსანდრე სადაღაშვილი, ნატა ბიჩენოვი და გვანცა გვიმრაძე ახორციელებენ პროექტს ,,ევროკავშირის ღირებულებები და საქართველოს განვითარების პერსპექტივა’’, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის შესახებ.
მიზნის მისაღწევად პროექტის ავტორებმა პირველი ტრენინგი ჩაუტარეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ სასწავლებლის სტუდენტებს. ტრენინგზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
ევროკავშირის დაფუძნების ისტორია და დამფუძნებლები;
ევროკავშირის გაფართოების ეტაპები;
ევროკავშირის შვიდი ძირითადი, გადაწყვეტილების მიმღები ორგანო;
საქართველოსა და ევროკავშირის პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები;
6 მითი ევროკავშირის შესახებ.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.