,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში ქუთაისის მონაწილეები დეა მანაგაძეს-ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმარმა მიმოიხილა ჟურნალისტიკის მიზანი და ფუნქციები, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებები და მედიაწიგნიერების მნიშვნელობა. შეხვდრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა შრომითი უფლებების დაცვისა და ამ საკითხის მედიაში გაშუქების შესახებ.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.