29-30 აპრილის CELA-ს წევრი ლექტორებისთვის პროექტების მართვისა და მენეჯმენტის თემაზე ჩატარდა გასვლითი ტრენინგები ბაზალეთზე.
ტრენინგების ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს პროექტის განვითარების ციკლი და მართვის პროცესი, PMP exam, პროექტების განხორციელების დროს გასათვალისწინებელი გარე და შიდა ფაქტორები, მენჯერის როლი და ძირითადი კომპეტენციები (PMI Talent triangle), ასევე პროექტის ინტეგრაციის მართვის ძირითადი პრინციპები.
ტრენინგები აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, მონაწილეები განიხილავდნენ თემის შესაბამის პრაქტიკულ მაგალითების.
აღნიშნული ტრენინგი ჩატარდა პროექტ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023-ის’’ ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.