სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2021

სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით ახორციელებს "ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის სკოლის" პროექტს, რომლის ძირითადი მიზანია აღჭურვოს სტუდენტები ცოდნით და მისცეს მათ მოქალაქისათვის აუცილებელი უნარების განვითარების საშუალება.

პროექტი განხორციელდა ხუთ საუნივერსიტეტო ქალაქში. ესენია: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გორი და ზუგდიდი. მთლიანობაში, პროექტში ჩაერთო 9 უნივერსიტეტის ოთხმოცამდე ახალგაზრდა.

პროექტი ითვალისწინებდა შეხვედრების სერიას აკადემიის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებმაც ახალგაზრდებს გაუზარეს ცოდნა და გამოცდილებას პოლიტიკური სისტემის მახასიათებლების, მისი ფუნქციონირების მექანიზმების, მასში ჩართული აქტორების და მასზე ზემოქმედების არსებული ბერკეტების შესახებ.

თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ, პროექტის მონაწილეებმა განახორციელეს "სამოქალაქო ჩართულობის პროექტი", რომლის ფარგლებშიც ისინი თემში არსებული პრობლემების გამოვლენასა და გადაჭრაზე იზრუნეს.

სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდი ამ პროექტს უკვე მესამე წელია ახორციელებს. 

პროექტის დაწყების თარიღი 1/03/2021

პროექტის დასრულების თარიღი 30/10/2021

Project Image: