დაიწყო პროექტის „ტრანსფერული უნარების განვითარება დასაქმების ხელშეწყობისთვის'' განხორციელება


„სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაცია“ საზოგადოებრივ კოლეჯ „#ორიენტირსა“ (თბილისი) და „#ამაგთან“ (გორი) ერთად პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ანხორციელებს ზამთრის სკოლას „ტრანსფერული უნარების განვითარება დასაქმების ხელშეწყობისთვის”.


პროექტის ძირითადი მიზანია, პროფესიულმა სტუდენტებმა, ექსტრაკურიკულურ აქტივობებში მონაწილეობით განივითარონ ის ტრანსფერული უნარები, რომლებიც დაეხმარება მათ წარმატებულად დასაქმებაში.


18-20 ნოემბერს ქ. გორში ჩატარდა ზამთრის სკოლის პირველი ნაწილი, სადაც პროექტში ჩართული ზემოთ აღნიშნული საზოგადოებრივი კოლეჯების 30 სტუდენტი (15 “ორიენტირიდან”; 15 “ამაგიდან”) დაესწრო ტრენინგებს, რომელთა ძირითადი მიზანი კომუნიკაციის, ციფრული გარემოში ორიენტირების და საზოგადოებაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირების და მათი გადაჭრის უნარჩვევის განვითარება იყო.