ვაგრძელებთ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ფარგლებში სტუდენტების მიერ განხორციელებული სამოქალაქო ჩართულობის პროექტების შედეგების გამოქვეყნებას.
ამჯერად შოთა მესიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების: მარიამ ყალიჩავას, სოფია ქუხილავასა და გიორგი გოგოხიას პროექტის შესახებ მოგიყვებით, რომელიც მიზნად ისახავდა მოზარდების ინფორმირებას ძალადობის ფორმებისა და მისი პრევენციული გზების შესახებ.
მიზნის მისაღწევად ავტორების ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგები, რომელზეც შემდეგი საკითხები განიხილეს: ძალადობის სახეები, გამომწვევი მიზეზები და გამოვლენის ფორმები, კონფლიქტის სახეები, დონეები და მისი გადაჭრა არაძალადობრივი გზით, მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებები, ძალადობის პრევენციის სხვადასხვა მექანიზმები-საზოგადოებრივი ინსტიტუტების ჩართულობითა და მედიაციის განხორციელების გზით.
თითოეული ტრენინგი აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოიცადა პრაქტიკულ სავარჯიშოებს. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ადგილობრივი მაგალითები, რაც მათ ტრენინგებზე განხილული საკითხების უკეთ გაანალიზებაში დაეხმარა.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.