რეგიონული პრეზენტაცია ქუთაისში შედგა

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022-ის’’ ფარგლებში ქუთაისში სტუდენტთა სამოქალაქო ჩართულობის პროექტების რეგიონული პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც მონაწილეებმა თავიანთი პროექტების შედეგები წარმოადგინეს.

შედეგების წარდგენისას სტუდენტებმა ისაუბრეს იმ გამოცდილებისა და შთბეჭდილებების შესახებ, რომელიც პროექტ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022-ში’’ მონაწილეობის დროს მიიღეს, ასევე მიმოიხილეს თავიანთი პროექტის მიზნები და განხორციელებული აქტივობები.

ქუთაისში განხორციელდა შემდეგი სამოქალაქო ჩართულობის პროექტები:

,,ევროპისკენ მიმავალი გზა’’, ავტორები: ანა გვალია, დალი მამრიკიშვილი, ირაკლი ზარქუა, ნინო ცერცვაძე

,,ტილოზე და ობიექტივში დანახული გენდერული თანასწორობა’’, ავტორები; ლანა გვალია, მარიამ კუზმენკო, მამუკა შარვაძე

,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.