ვაგრძელებთ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ფარგლებში სტუდენტების მიერ განხორციელებული სამოქალაქო ჩართულობის პროექტების შედეგების გამოქვეყნებას.
ამჯერად გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების: ქეთევან კახნიაშვილის, ეთერ გოგიაშვილისა და თინათინ გიგაურის პროექტის შესახებ მოგიყვებით, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ელექტრონული მმართველობის შესახებ.
პროექტის ფარგლებში ავტორების ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგები, რომელზეც განიხილეს შემდეგი საკითხები: ელექტრონული მმართველობის ფენომენის განვითარება და სტრუქტურა, მოქალაქეთა თანამონაწილეობა, როგორ შეიძლება გამოიყენოს სამოქალაქო საზოგადოებამ ციფრული სერვისები, საჯარო მენეჯმენტი, ელექტრონული პორტალები და ა.შ.
თითოეული ტრენინგი აქტიური კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა მიმოიხილეს გაეროს კვლევის შედეგები ელექტრონული მმართველობის შესახებ. ტრენინგები ასევე მოიცავდა პრაქტიკულ დავალებებს, რომლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ელექტრონული პორტალების გამოყენების გზებს.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.