,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022-ის’’ ფარგლებში ბათუმში სტუდენტთა სამოქალაქო ჩართულობის პროექტების რეგიონული პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც მონაწილეებმა თავიანთი პროექტების შედეგები წარმოადგინეს.
შედეგების წარდგენისას სტუდენტებმა ისაუბრეს იმ გამოცდილებისა და შთბეჭდილებების შესახებ, რომელიც პროექტ ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022-ში’’ მონაწილეობის დროს მიიღეს, ასევე მიმოიხილეს თავიანთი პროექტის მიზნები და განხორციელებული აქტივობები.
ბათუმში განხორციელდა შემდეგი სამოქალაქო ჩართულობის პროექტები:
,,ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი’’, ავტორები: სალომე ქოქოლაძე, რუსლან გორგაძე, ილია აბულაძე
,,სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ქედის მუნიციპალიტეტში’’, ავტორები: ნანა გვარიშვილი, სულხან სირაბიძე, ქეთი ჯაყელი
,,შრომითი უფლებები’’, ავტორები: ანდრო თავართქილაძე, მაიკო ცენტერაძე, თედო გათენაძე.
,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2022’’ ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარადჭერით.